მოზარდ-მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი “სოხუმში დაბრუნება” “ივერიის” სცენაზე

საკონცერტო დარბაზ ივერიაში „ სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი „გამარჯობა სოხუმო“ გაიმართა, რომელიც ნოდარ დუმბაძის „ჰელადოსის“ და გურამ ოდიშარიას „სოხუმში დაბრუნების“ მიხედვით იყო წარმოდგენილი, როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა მიხეილ რატიანმა განაცხადა სპექტაკლი 10 წელია ცოცხლობს და წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონების თეატრებში იქნება ნაჩვენები.
წყალტუბოელმა მაყურებელმა, რომელთა დიდი ნაწილი აფხაზეთიდან დევნილი იყო, ნოდარ დუმბაძის ცნობილი პერსონაჟის – იანგულის ისტორია კიდევ ერთხელ გაიხსენა.
სპექტაკლს ესწრებოდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი
„ განსაკუთრებული ემოციები ახლდა ამ სპექტაკლს, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად დაბრუნდებით აფხაზეთში. მადლობა სოხუმის თეატრს ამ ლამაზი წუთებისთვის. აღსანიშნავია, რომ ქალაქში ბევრი კულტურული ღონისძიება არის დაგეგმილი, რომლებიც მიუხედავად პანდემიური პერიოდისა რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება,“ – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა თეატრის ხელმძღვანელმა მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა მერს, ა(ა)იპ „წყალტუბოს კულტურის ცენტრის“ დირექტორს რევაზ მესხს და აფხაზეთის მთვარობის – დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს ნათია კოპალიანს.