- 2022-11-22
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ფატი გაგოშიძემ წარადგინა.
შეხვედრაზე განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები. მთავარ პრიორიტეტებად კვლავ ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხები, ასევე განათლება, კულტურა და სპორტი რჩება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს საკრებულოსაგან მთავარი საფინანსო დოკუმენტი შენიშვნებით უკან დაუბრუნდება. მერის გენადი ბალანჩივაძის განმარტებით, საკრებულოს რეკომენდაციები, შენიშვნები და მოსახლეობის ინიციატივები მომავალი წლის ბიუჯეტში შეძლებისდაგვარად აისახება.
ბიუჯეტის პროექტის განხილვას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვიული, საკრებულოს წევრები, მერიის სამსახურებისა და ა(ა)იპ – ების ხელმძღვანელები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.