მუნიციპალიტეტის მერი “საიას” ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელს შეხვდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელს ზაალ გორგიძეს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის ასპექტებსა და მომავალ თანამშრომლობაზე.
,, ჩვენ ვგეგმავთ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას არასამთავრობო სექტორთან. თქვენი ჩართულობით და მონაწილეობით განვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებს, რომელიც მოსახლეობის საჭიროებებზე იქნება მორგებული. მზად ვართ თქვენი წინადადებები და ინიციატივები მოვისმინოთ და შეძლებისდაგვარად გავიზიაროთ” – გენადი ბალანჩივაძე.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ახალ მერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმოადგენელმა წარმატებები უსურვა.