მუნიციპალიტეტის მერი წყალტუბოს განვითარების ჯგუფის (LAGწყალტუბო) წარმომადგენლებს შეხვდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე წყალტუბოს განვითარების ჯგუფის (LAGწყალტუბო) და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის ,,ფიფლ ინ ნიდის’’ წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე LAG წყალტუბოსა და მუნიციპალიტეტის მერიის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განხილეს და LAG-ის საქმიანობას გაეცნენ. აღინიშნა, რომ აუცილებელია ადგილობრივი რესურსების გამოყენებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესება და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.
,, ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა მუნიციპალიტეტის საჭიროებებისა და პრობლემების დიფერენცირება და ახალი , ინოვაციური, მოსახლეობის კეთილდღეობაზე გათვლილი პროექტების განხორციელება არის ჩვენი მიზანი, ამ მიმართულებით აქტიურად ვითანამშრომლებთ წყალტუბოს განვითარების ჯგუფთან (LAGწყალტუბო), იმედი მაქვს ერთობლივად კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებულ ბევრ კარგ პროექტს განვახორციელებთ’’- განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.