მუნიციპალიტეტის მერმა ჯანდაცვის საკოორდინაციო ცენტრის ქალბატონებს ყვავილები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა

💐 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი “წყალტუბოს ჯანდაცვის საკოორდინაციოს ცენტრში” იმყოფებოდა და ორგანიზაციის ქალბატონებს ქალთა დღე პირადად მიულოცა.
🔊„როცა ქვეყანაში პანდემია გამოცხადდა, ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვიყავით, სადაც სასტუმროებმა კოვიდ-სასტუმროს სტატუსი შეიძინეს და თვითიზოლაციის თუ სარისკო კონტაქტების მიღება დაიწყეს. ა(ა)იპ „ჯანდაცვის საკოორდინაციო ცენტრის“ თანამშრომლები და ეპიდემიოლოგები, იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც პირველებს მოუხდათ ტალღის პირისპირ ყოფნა. ვირუსი კოვიდ-19 დღესაც აქტუალურია და ამ ორგანიზაციაში დასაქმებული ქალბატონები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ ახლაც.
დიდეს მადლობას ვუხდი აქ მომუშავე ყველა ქალბატონს და ვულოცავ ქალთა საერთაშორისო დღეს“ –
განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.
ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის საკოორდინაციო ცენტრში“ ამჟამად 12 ქალბატონია დასაქმებული.