- 2021-03-08
- ავტორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
ქალთა დღესასწაულის კვირეულის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა აქტივობები განხორციელდა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა ქალთა დღე და გაზაფხულის შემობრძანება ა(ა)იპ „დასუფთავებისა და კეთილმოწყობაში“ დასაქმებულ ქალბატონებს მიულოცა.
მოულოდნელმა სიურპრიზმა სისხამ დილით, ქუჩაში გამოსული მეეზოვე ქალბატონები ძალიან გაახარა.
„დასუფთავებაში მომუშავე ყველა ქალბატონს ვულოცავ ქალთა დღეს, მათ განსაკუთრებით ჭირდებათ ჩვენი ყურადღება. ისინი ჯერ კიდევ მაშინ როცა ყველას ძნავს, მაშინ გამოდიან გარეთ და ნებისმიერ ამინდში ზრუნავენ ჩვენი ქალაქის სისუფთავეზე. ვაფასებთ მათ შრომას, ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და ნათელ მომავალს“ – აღნიშნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.