ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმის ეზოში ამფითეატრის და დამხმარე ნაგებობების რეაბილიტაცია-მოწყობის პროექტი ხორციელდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნეში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმის ეზოში ამფითეატრის და დამხმარე ნაგებობების რეაბილიტაცია-მოწყობის პროექტი ხორციელდება.
მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. როგორც მერმა აღნიშნა, ურბანული განვითარების მიმართულებით ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე კულტურული ჰაბი UNDP პროგრამის ფარგლებში შეიქმნა.
ნიკო ლორთქიფანიძის სახლ -მუზეუმის ტერიტორიაზე მიმდინარე წელს მოეწყო ახალი საგანმანათლებლო სივრცე, სადაც ხშირად იკრიბებიან ახალგაზრდები იმართება შეხვედრები და კულტურული ღონისძიებები .
მუნიციპალიტეტმა ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმის ეზოში საგანმანათლებლო სივრცის, ამფითეატრისა და დამხმარე ნაგებობების რეაბილიტაცია-მოწყობის მიზნით ევროკავშირის გრანტით 60 000 ევროს დაფინანსება მიიღო.