ოთარ შავიანიძის ხსოვნის საღამო

წყალტუბოში ცნობილი კურორტოლოგის, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის, გელათის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო პროფესორის, წყალტუბოს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელის, დამსახურებული მედიკოსის, არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და კვლევის ავტორის, მეუფე ნაუმის შთამომავალის ოთარ შავიანიძის ხსოვნის საღამო გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მოადგილეები ზაურაბ მაისურაძე და ალექსანდრე დადუნაშვილი, ბალნეო ცენტრებისა და ქალაქის ინტელიგენციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ბატონი ოთარ შავიანიძის ღვაწლზე, ცხოვრების წესსა და იმ წვლილზე, რომელიც მან შეიტანა წყალტუბოს უნიკალური რადონული წყლების კვლევისა და მისი სამკურნალოდ გამოყენების საშურ საქმეში.
ოთარ შავიანიძის მედიცინის სფეროში მიღწეული წარმატებებისა და წყალტუბოს წინაშე მისი განსაკუთრებული ღვაწლის შესახებ ისაუბრეს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდების მთავარმა კურატორმა დალი ხაჭაპურიძემ, საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა რესპუბლიკური საზოგადოების პრეზიდენტმა ზურაბ ხაბეიშვილმა, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატმა დავით შავიანიძემ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალერგოლოგიის, ასთმის და კლინიკური იმუნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა მანანა ჩიხლაძემ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ, საზოგადოება ,,ძველი წყალტუბოელების’’ წევრმა ოთარ შენგელიამ.
საღამოს ესწრებოდა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი მარინა შავიანიძე ქალიშვილთან და შვილიშვილებთან ერთად. მან დიდი მადლობა გადაიხადა მამის- ოთარ შავიანიძის საინტერესო პორტრეტის წარმოდგენის, მისი მრავალმხრივი ნიჭის აღიარებისა და დაფასებისთვის.
ოთარ შავიანიძის ხსოვნის საღამო გაიმართა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურისა და ა(ა)ი.პ ,,წყალტუბოს კულტურის ცენტრის” ორგანიზებით
+11
6906
ადამიანი მოიცვა
2949
Engagements
პოსტის რეკლამირება
146
38 კომენტარი
17 გაზიარება
მომწონს

კომენტარი
გაზიარება