ოტია იოსელიანის დაბადებიდან 91-ე წელი

წყალტუბოში უახლესი ქართული ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენლის, სახალხო მწერლის-ოტია იოსელიანის დაბადებიდან 91-ე წლის იუბილე აღინიშნა.
მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მოადგილეებმა ზურაბ მაისურაძემ და ალექსანდრე დადუნაშვილმა, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს “ თავმჯდომარემ ბადრი პაპავამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს სიცოცხლეშივე კლასიკოს მწერლად აღიარებული მხატვრული სიტყვის დიდოსტატის ხსოვნას.
ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში ტრადიციულად შეიკრიბნენ მწერლის ნიჭის თაყვანისმცემლები, მწერლები, მსახიობები, ქუთაისის მოზარდ-მაყურებელთა ახალგაზრდული თეატრის “მარჯანიშვილელების” პატარებმა წაიკითხეს ოტია იოსელიანის საბავშვო ლექსები.