ოტია იოსელიანის დაბადებიდან 92 წელი გავიდა

დიდი ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის დაბადებიდან 92 წელი გავიდა. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, წყალტუბოში, ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში შეიკრიბნენ მწერლის ნიჭის თაყვანისმცემლები, მეგობრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
 მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან თეიმურაზ ჭეიშვილთან ერთად გვირგვინით შეამკო მწერლის საფლავი.
ა(ა)იპ წყალტუბოს მნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ლიტერატურული ღონისძიება, საკვირაო სკოლის აღსაზრდელებმა ოტია იოსელიანის ცნობილი იგავ-არაკები წაიკითხეს და საზოგადოება კიდევ ერთხელ დააფიქრეს მწერლის შემოქმედებაზე.
 ოტია იოსელიანის როგორც მხატვრული სიტყვის უბადლო ოსტატის, გამორჩეული პიროვნებისა და არაერთი ლირიკული ლექსის ავტორის შესახებ ისაუბრა მწერალმა გიზო თავაძემ, კულტურის ცენტრის მმართველის მოადგილემ ლილი გელენიძემ, ვახტანგ ახობაძემ და სხვებმა.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა დაჩი იოსელიანმა.
 ,,ადამიანისგან რაც რჩება მისი სიცოცხლეც ესაა ” – ოტია იოსელიანის ეს ცნობილი ბრძნული გამონათქვამი, ეკრანზე წარდგენილ მწერლის საინტერესო ჩანაწერებთან ერთად კიდევ ერთხელ გახდა ღონისძიებაზე მისული საზოგადოებისთვის ნიშანდობლივი და ღირებული.