პარასპორტსმენი, ირმა ხეცურიანი, წყალტუბოს N 4 საჯარო სკოლას ესტუმრა

პარასპორტსმენი, მსოფლიოს ჩემპიონი პარაფარიკაობაში, მსოფლიო თასის და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული, გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩი საქართველოში, ირმა ხეცურიანი, წყალტუბოს N 4 საჯარო სკოლას ესტუმრა.
მშობლიურ სკოლაში ირმა ხეცურიანს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი და წყალტუბოს მე-4 საჯარო სკოლის დირექტორი მაია ქობულია შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს წყალტუბოს განვითარების, განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე სკოლის კეთილმოწყობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე.
პარასპორტსმენმა ირმა ხეცურიანმა უპასუხა მოსწავლეების დასმულ შეკითხვებს და მათ წარმატებები უსურვა.