ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს სხდომა გაიმართა, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ფაჩუაშვილი უძღვებოდა.
 ფრაქციის სხდომაზე დეპუტატებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნეშში მდებარე ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე სხვადასხვა ცერემონიალის გამართვასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურის დაწესების საკითხზე იმსჯელეს.
უმრავლესობის წევრებმა, ასევე განიხილეს ქუთაისი-გეგუთი-ბაშის შიდასახელმწიფოებრივი გზის მონაკვეთზე, ნიკეას ქუჩის კვანძიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სიჩქარის შეზღუდვის დაწესებისა და სექციური სიჩქარის კონტროლის ვიდეოკამერების განთავსების საკითხი.
 დეპუტატებმა იმჯელეს საზაფხულო ბაღის გახსნისა და ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებისთვის“ 30 კაციანი მიკროავტობუსის გამოყოფის თაობაზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
.