ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა გაიმართა, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ფაჩუაშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე, ფრაქციის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი. 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი, ფრაქციის მიერ გამოთქმული რეკომენდაციებით, უკან გადაეგზავნება მუნიციპალიტეტის მერიას.
ფრაქციის სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოშიძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია ჩაკვეტაძე ესწრებოდნენ.