- 2022-01-27
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა გაიმართა, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ფაჩუაშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო-ს’’ შექმნის, შემადგენლობისა და წესდების დამტკიცების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ამავე სხდომაზე ფრაქციის წევრებმა ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილედ ერთხმად აირჩიეს იასონ ბზიკაძე.
ფრაქციის სხდომაზე დეპუტატებმა ასევე განიხილეს საკითხი ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
ფრაქციის სხდომას ესწრებოდა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ფატი გაგოშიძე.