პირველ ოქტომბერს წყალტუბოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული ,, შემოდგომის წყალტუბო -2022“ აღინიშნება

პირველ ოქტომბერს წყალტუბოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული ,, შემოდგომის წყალტუბო -2022“ აღინიშნება.
წელს ქალაქის მთავარი დღესასწაული იქნება ყველაზე მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებებით დატვირთული.
სახალხო დღესასწაულს დაესწრებიან დელეგაციები წყალტუბოსთან დამეგობრებული ქალაქებიდან( შილუტე, სალდუსი, უნგენი, უნიევო ) სტუმრები გაეცნობიან ქართულ ეთნოგრაფიას, ფოლკლორს, მოეწყობა თეატრალიზებული წარმოდგენები, საგამოფენო სივრცეები. მთელი დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები, დაიწურება ყურძენი და ჩამოისხმება ბრენდირებული ღვინო- ,,წყალტუბო’’, იმერულ ფაცხებში კი სოფლის ნობათი და ტკბილეული იქნება წარმოდგენილი.
სახალხო დღესასწაულზე ტრადიციულად გაიმართება წყალტუბოს საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვების ცერემონია.
,, შემოდგომის წყალტუბო -2022“ საზეიმო კონცერტით დასრულდება. ღონისძიებას გახსნის ფოლკლორული ანსაბლი ,,ნადური’’, ლეგენდარული ანსამბლი „ქართული ხმები“ ქართველი კომპოზიტორთა შედევრებს შეასრულებს, დღესასწაულზე იმღერებს ასევე, გიორგი გაბუნიას ღამის შოუს ბენდი.