პრემიერა საკონცერტო დარბაზ ,,ივერიის” სცენაზე .

   წყალტუბოში, საკონცერტო დარბაზ ,,ივერიის” სცენაზე რევაზ კლდიაშვილის პიესის ,, საპოვნელა”-ს პრემიერა შედგა. სახალხო თეატრის მსახიობებმა რეჟისორ თორნიკე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით კიდევ ერთხელ შეძლეს ერთი ოჯახის დრამის კომედიური ხერხებით ჩვენება.
  ცნობილია, რომ წყალტუბოს სახალხო თეატრი სპექტაკლით ,,საპოვნელა” 22 ოქტომბერს იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე წარდგება.