პრომეთეს მღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალტუბოში მსოფლიო სტანდარტების საკემპინგე ინფრასტრუქტურა მოეწყობა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე DMO იმერეთის ხელმძღვანელს მარი დევიძეს და ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს ტატო ლილუაშვილს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სათავგადასავლო ტურიზმის განვითარება იყო.
 სამუშაო შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 2024 წელს პრომეთეს მღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალტუბოში მსოფლიო სტანდარტების საკემპინგე ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
 აღსანიშნავია, რომ მომავალი წლიდან საქართველო მსოფლიო ტურიზმის ერთიან საკემპინგე მარშუტის ჯაჭვში ერთვება.