ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ტრადიციულად მრავალჟამიერის ფონზე აინთო

გენადი ბალანჩივაძე – ,,წყალტუბოში საახალწლო და სადღესასწაულო განწყობა უკვე იგრძნობა, მთელმა ქალაქმა ერთად ავანთეთ მთავარი ნაძვის ხე. 2023 წელი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და ისტორიული წელი იყო. ახალი გეგმებითა და იმედებით ვხვდებით 2024 წელს. განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ ამაღლებულ განწყობას იზიარებენ ახალგაზრდები, ჩვენი პატარა მეგობრები, რაც მაძლევს მოტივაციას, რომ ძალისხმევა არ დავიშურო და თქვენთან ერთად გადავაქციო წყალტუბო ყველაზე თანამედროვე, კომფორტულ და მოწესრიგებულ ქალაქად. საახალწლო ღონისძიებები გაგრძელდება 16 იანვრამდე. ვეცდებით ყველა წყალტუბოელს და აქ ჩამოსულ სტუმარს გავულამაზოთ საახალწლო დღეები’’.
 ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ტრადიციულად მრავალჟამიერის ფონზე აინთო, გაიმართა ნიღბების თეატრის წარმოდგენა, ფოლკოლორული ანსამბლის ,,ნადურის’’, ვოკალური ჯგუფების ,,ოცნება’’, ,,ცისარტყელა’’ და სტუდია „ბესტ ვოისის’’ მონაწილეობით ჩატარდა საახალწლო კონცერტი.
საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე მოეწყო ხელნაკეთი ნივთებისა გამოფენა-გაყიდვა.
საახალწლო ილუმინაციების გარკვეული რაოდენობა წყალტუბოს, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით გადაეცა საჩუქრად.
საახალწლო ილუმინაციებით განათდა ქალაქის შემოსასვლელი, ცენტრალური ქუჩები, საზოგადოებრივი სივრცეები, ასევე ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრები.