ქალაქის საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოთ აინთო

წყალტუბოს მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.
,,ყველას გილოცავთ მოახლოებულ შობა -ახალი წლის დღესასწაულს! გისურვებთ ჯანმრთელობას, წინსვლას, ბედნიერებასა და იმედების გამართლებას.
მინდა იცოდეთ, რომ ჩემი მთავარი პრიორიტეტი და უპირველესი მოვალეობა წყალტუბოს განახლება და განვითარებაა, ეს საქმე კი მხოლოდ ერთმანეთის თანადგომითა და სიყვარულითაა შესაძლებელი.
ჩვენ გვაქვს ყველა რესურსი ვიყოთ წარმატებული მუნიციპალიტეტი, ამას თქვენთან ერთად მივაღწევთ, ახალი იმედებით, გეგმებითა და შემართებით ვიზრუნებთ ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის უკეთეს მომავალზე, მოსახლეობის კეთილდღეობასა და დასაქმებაზე, ახალგაზრდების მხარდაჭერასა და უფროსი თაობის გაფრთხილებაზე’’ -გენადი ბალანჩივაძე
წინასაახალწლო განწყობა ფოლკლორული ანსაბლის ,,ნადურის’’ სტუდია ცისარტყელასა და ანსამბლ,,ოცნების’’ წევრებმა შექმნეს. მოეწყო საახალწლო გამოფენები.
+27