რესპუბლიკური ტურნირი წყალტუბოში

წყალტუბოს სპორტის სასახლეში, მერიის კულტურის განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, მკლავჭიდში, ტრადიციული რესპუბლიკური ტურნირი ჩატარდა.
ტურნირი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ჩვენი ქვეყნის 15 მუნიციპალიტეტის 300-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
ჩემპიონატის დასკვნით ეტაპს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია კვასტიანი, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი და საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი ესწრებოდნენ.
სატურნირო პროცესი ა(ა)იპ. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების ორგანიზებით მიმდინარეობდა“.
როგორც მერის მოადგილემ გია კვასტიანმა განაცხადა, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და ხელშეწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის პრიორიტეტია.

ნაკლების ჩვენება