ს/დ “ივერიაში” სუხიშვილების მოცეკვავის გიორგი ტყვაცირიას ხსოვნის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

ს/დ “ივერიაში” სუხიშვილების მოცეკვავის გიორგი ტყვაცირიას ხსოვნის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა, სადაც ქუთაისის ქორეოგრაფიული სტუდიები და ფოლკლორის სახლთან არსებული ქართული ნაციონალური ცეკვის ანსამბლები მონაწილეობდნენ.
როგორც ფონდის დამაარსებელმა გია ტყვაცირიამ აღნიშნა, საქველმოქმედო ფონდი უკვე 20 წელზე მეტია არსებობს, ფონდის მიზანია ქართული ნაციონალური ცეკვის ქორეოგრაფიული ანსამბლების ხელშეწყობა, საუკეთესო მოცეკვავეების აღმოჩენა, კარიერულ წინსვლაში დახმარება, მოცეკვავეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ღვაწმოსილი ქორეოგრაფების დაჯილდოვება და სხვა საქველმოქმედო საქმიანობები.
(სუხიშვილების სოლისტი გიორგი ტყვაცირია 23 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში დაიღუპა, მას შემდეგ მისი მამა ბიზნესმენი გია ტყვაცირია „სიკეთის ფონდს“ ხელმძღვანელობს).
კონცერტს ესწრებოდნენ იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – (ვიცეგუბერნატორი) დავით გორდელაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, თეიმურაზ ჭეიშვილი, მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, და სხვა ოფიციალური პირები.
ღონისძიება ღვაწლმოსილი ქორეოგრაფების დაჯიდოებით გაიხსნა.
მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ ფონდის ხელმძღვანელთან გია ტყვაცირიასთან ერთად მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი, სახელმწიფო ანსამბლის ყოფილი მოცეკვავე, რიმა მარგიანი ქართული ცეკვის პიპულარიცაზიისთვის „სიკეთის ფონდის“ მედლით და სიგელით დააჯილდოვა.
სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დავით გორდელაძემ ღვაწლმოსილ ქორეოგრაფს სახელმწიფო ანსაბლის პირველი თაობის მოცეკვავეს თემურ ფირცხალავას გადასცა ფონდის მედალი და ჯილდო.
თავად გია ტყვაცირიამ ქორეოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის წყალტუბოელი ქორეოგრაფი, სახელმწიფო ანსამბლის ყოფილი მოცეკვავე და ქორეოგრაფი ავთანდილ ქუთათელაძე დააჯილდოვა.
მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ მადლობა გადაუხადა წყალტუბოელ ქორეოგრაფებს და აღნიშნა, რომ წყალტუბოში აუცილებლად იქნება სახელმწიფო ანსამბლი, რომელსაც პატრონაჟს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია გაუწევს.