საახალწლო მიუზიკლი “დროის ქვეყანა” ს/დ “ივერიის სცენაზე

1 იანვარს წყალტუბოში, საკონცერტო დარბაზ ,,ივერიაში’’ ტრადიციული საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრმა’’ საახალწლო მიუზიკლი ,,დროის ქვეყანა’’ წარმოადგინა.
✔ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი.
,,ყველას გილოცავთ ახალ 2022 წელს, მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს, მის ყველა მონაწილეს, გპირდებით, რომ მომავალ ახალ წელს ჩვენი ქალაქი შეხვდება უფრო ლამაზად, თქვენთან ერთად განვახორციელებთ ბევრ ახალ პროექტს, გავაკეთებთ ყველაფერს მომავალი თაობის კეთილდღეობისა და განვითარებისთვის, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბევრ სიხარულს, წარმატებებს, მშვიდობასა და ბედნიერებას’’-გენადი ბალანჩივაძე