საბავშვო ბაღებში საჩუქრების დარიგება დაიწყო

 დღეს წყალტუბოს მერი გენადი ბალანჩივაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი სოფელ პატრიკეთის საბავშვო ბაღში იმყოფებოდნენ. თვითმმართველობის პირველმა პირებმა და ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების’’ მმართველმა გიორგი იობიძემ პატარებს დამდეგი შობა -ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ტკბილეული გადასცეს.
🔷საახალწლო საჩუქრებს წყალტუბოში საბავშვო ბაღის 1550 აღსაზრდელი მიიღებს .