სადღესასწაულო ლიტურგია ფერისცვალების ტაძარში

ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით წყალტუბოში, მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდა.
წირვა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა აღავლინა. მსახურების ბოლოს მიტროპოლიტმა მრევლს ქადაგებით მიმართა, დღევანდელ დღე მიულოცა და ხილი აკურთხა.
წირვას მრევლთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი ესწრებოდნენ.
ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა. ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის: პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.