საერთაშორისო პროექტის ,,თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის’’ ფარგლებში შეხვედრა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან

     საერთაშორისო პროექტის ,,თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის’’ ფარგლებში მორიგი შეხვედრა ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან გაიმართა.
    იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის” აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ცხაკაიამ შეხვედრის მონაწილეებს პროექტის მიზნები და ამოცანები გააცნო. ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვით ღონისძიებებზე, საგანმანათლებლო კუთხით სკოლებთან დაგეგმილ შემეცნებით აქტივობებზე, ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდებზე, ქალაქ წყალტუბოსა და მუნიციპალიტეტის 5 სოფელში პლასტიკისა და ქაღალდის სპეციალური კონტეინერების განთავსების საკითხებზე.
    გარემოდაცვით თემატიკაზე პრეზენტაცია პროექტის ეკოლოგმა, პროფესორმა ციცინო თურქაძემ წარმოადგინა.
    საერთაშორისო პროექტი “თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის” ხორციელდება ევროკავშირის 2014-2020 წლების შავი ზღვის პროგრამის მხარდაჭერით. მისი წამყვანი პარტნიორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტია. პარტნიორები არიან სომხეთის, მოლდოვას, რუმინეთის წარმომადგენლები და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი “სპექტრი”.