საიმიჯო ვიდეომასალა უნგრეთის ტელევიზიის ცნობილ სათავგადასავლო- შემეცნებით გადაცემაში

წყალტუბოს როგორც უნიკალური სამკურნალო კურორტის შესახებ საიმიჯო ვიდეომასალა უნგრეთის ტელევიზიის ცნობილ სათავგადასავლო- შემეცნებით გადაცემა ,, Asia Express’’-ის ეთერში იქნება ნაჩვენები
ბელგიურმა კომპანია ,,ექოლაინმა’’ ქართულ საპროდიუსერო და სერვის კომპანია ,,1991“ -თან ერთად წყალტუბოში სანატორიუმ ,,მედეას’’ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსწავლეების ჩართულობით ეპიზოდების გადაღებები უკვე დაასრულა.
წყალტუბოს როგორც მწვანე ქალაქით უცხოელი პროდიუსერების დაინტერესებას და სხვადასხვა ქვეყნებში საიმიჯო სახის ვიდეო მასალების გავრცელებას კურორტის პოპულარიზაციისა და ტურიზმის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს .