საჯარო სკოლებში რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში რეაბილიტაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
 მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი ადგილზე გაეცნო.
33 საჯარო სკოლაში წესრიგდება სველი წერტილები, ეწყობა ინფრასტრუქტურა, კეთდება ყველაფერი რათა, მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და კოვიდ 19-თან მიმართებით არსებული რეკომენდაციები
,,სასკოლო ინფრასტრუქტურის მკვეთრად გაუმჯობესება, თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნა და მომავალ თაობაზე ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ხარისხიანად და ვადების დაცვით უნდა შესრულდეს’’ -აცხადებს გრიგოლ იოსელიანი