- 2024-01-14
- ავტორი tskaltubo
- Category: Uncategorized @ka-ge
კომენტარები ჯერ არ არის
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შენობიდან საქართველოს დროშა გადმოიფინა.
წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ჩვენი ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს სახელმწიფო დროშის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ თემატური ლექცია ჩატარდა.
აღინიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო დროშა ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა.
საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ გამოცხადდა.
სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წელს აღინიშნა.