- 2022-11-18
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანმა მზია კიკალიშვილმა და გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელმა პირმა ლელა ბერძენიშვილმა შპს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა “ოცნების” მოსწავლეებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე, გენდერული საბჭოს წევრებმა მოსწავლეებთან ისაუბრეს გენდერული თანასწორობის, ფემიციდისა და ძალადობის საკითხებზე. ასევე, მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია 16 დღიანი კამპანიის შესახებ “არა ძალადობას”.
შეხვედრას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, შპს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა “ოცნების” დირექტორი ირინე ცაავა ესწრებოდა.