საკრებულოს კომისიებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებმა: საფინანსო – საბიუჯეტო კომისიამ, იურიდიულმა კომისიამ, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიამ, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ და კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს და მომავალი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ძირითად პრიორიტეტებზე იმსჯელეს.

 

მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი აღნიშნული კომისიების მიერ გამოთქმული შენიშვნებითა და რეკომენდაციებით გადაეგზავნება მუნიციპალიტეტის მერიას.