საკრებულოს მორიგი სხდომის ანონსი

28 მაისს, 13:00 საათზე, გაიმართება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა.
სხდომაზე, დასწრება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, შესაბამისი რეგლამენტისა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით მოქმედი რეკომენდაციების, დახურულ სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვით.
დ  ღ  ი  ს          წ  ე  ს  რ  ი  გ  ი

1.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2020 წლის  ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის შესახებ, ინფორმაციის თაობაზე.

/ მომხს: თამარ მამარდაშვილი/

2.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის  საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის   მიერ    2020 წლის IVკვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

/ მომხს: თამარ მამარდაშვილი/

3.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის 2020 წლისა და 2021 წლის  პირველი კვარტლის შესრულების შესახებ.

/მომხს: თამარ მამარდაშვილი/

4.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  მიერ  2020 წლის  სახელმწიფო შესყიდვების  გეგმის  შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების  ანგარიშის  შესახებ.

/ მომხს: თამარ მამარდაშვილი/

5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას – საიჯარო ქირის   წლიური საფასურის  ოდენობის განსაზღვრის შესახებ.

/მომხს.მურმან შალამბერიძე/

6. ა(ა)იპ სარეაბილიტაციო ცენტრ ,,ჩვენი სახლისათვის’’( ს/კ 421268194), ქალაქ წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩის   I შესახვევის,№2-ში მდებარე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობაში(საკ.კოდი №29.08.37.055)განთავსებული 164.8 კვ.მ.ფართის სარგებლობის უფლებით , პირდაპირი განკარგვის წესით, 1(ერთი) წლის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  მერისათვის თანხმობის  მიცემის თაობაზე.

/მომხს.მურმან შალამბერიძე/

7. სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის   №1 საჯარო სკოლისათვის   თამარ მეფის სახელის მინიჭების შესახებ, თანხმობის გაცემის თაობაზე.

/ მომხს:თენგიზ ნიჟარაძე/

8. ქალაქ წყალტუბოში,ფარნავაზ მეფის ქუჩის №7ა კერძო სახლზე ნოდარ ნოეს ძე კოხრეიძის მემორიალური დაფის განთავსების შესახებ.

/ მომხს:თენგიზ ნიჟარაძე/

9. სოფელ მაღლაკში, კულტურის სახლისა და ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეზოს  აღმოსავლეთ  მხარეს  ბეტონის  დეკორატიულ ღობეზე ტარიელ გოგისვანიძის, იასონ ჟორჟოლიანისა და ბუდუ  ბობოხიძის  მემორიალური დაფების განთავსების შესახებ.

/მომხს: თენგიზ ნიჟარაძე/