- 2024-08-30
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მერიის სტრუქტურული ერთეულის და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების საკითხი.
საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსების რეგულირების და ასევე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაცია) ჩატარებისათვის შენობა- ნაგებობების ნუსხის განსაზღვრის საკითხზე.
დეპუტატებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ 2024 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
დადებითად შეფასდა ანგარიში ა(ა)იპ „ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის“ და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების“ მიერ 2024 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა #25-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველ სართულზე განთავსებული 81.4 კვ.მ. ფართის-7(შვიდი) ოთახის სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სსიპ-სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულ სააგენტოს /სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების იმერეთის, რაჭა – ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ცენტრი/წყალტუბოს მუნიციპალური განყოფილებისათვის , განთავსების მიზნით, 2026 წლის 1 იანვრამდე გადაცემის საკითხზე.
სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით – იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის საკითხი.
დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხზე.