- 2026-04-24
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
საკრებულომ დღის წესრიგით წარმოდგენილი 11 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების საკითხში.
სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის სარეზერვო ფონდის განკარგვის საკითხი.
დეპუტატებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ცენტრი’’-ს მიერ 2025 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების საკითხში.
ასევე, საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით, იჯარით გადაცემისას – საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის საკითხზე.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა წყალტუბოს .მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული #29.08.32.688 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით,სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, არსებობის ვადით, ა(ა)იპ ,,წყალტუბო არენა’’-სთვის გადაცემის საკითხზე.
აგრეთვე, მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ქალაქ წყალტუბოში, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე (საკ. კოდი #29.08.34.187) განთავსებული კაფე- ბარის 08 (1) პირობით იჯარის უფლებით, აუქციონის წესით გადაცემის საკითხზე.
დეპუტატებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ 2025 წლის III-IVკვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
დადებითად შეფასდა ანგარიში ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი’’-ს მიერ 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.