- 2026-05-28
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სერგო კირკიტაძე უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია კვასტიანი და მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
საკრებულოს წევრებმა დღის წერიგით გათვალისწინებული 11 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
დეპუტატებმა განიხილეს ქალაქ წყალტუბოში მდებარე ცენტრალურ პარკში და,,ცივი ტბის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ცერემონიის მოწყობისათვის ნებართვის საფასურის განსაზღვრისა და დამტკიცების საკითხი.
საკრებუბულოს წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების საკითხზე.
ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში.
ასევე, საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების საკითხი.
დეპუტატებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამწვანების, გარე განათებისა და კეთილმოწყობის ცენტრის მიერ 2025 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასის და აგრეთვე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცების საკითხზე.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ქალაქ წყალტუბოში, ცენტრალურ პარკის ტერიტორიაზე (საკ. კოდი #29.08.34.187) განთავსებული კაფე-ბარის 08(1)პირობით იჯარის უფლებით,აუქციონის წესით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის საკითხზე.
დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით, იჯარით გადაცემისას – საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის საკითხი.
საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს ქალაქ წყალტუბოს ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების საკითხზე.
ასევე, დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.