საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რიგგარეშე საკრებუბულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი და მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
დეპუტატებმა საკრებულოზე წარმოდგენილი საკითხები ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, 2022 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი საკონკურსო პროექტების იდეების განხილვისა და მოწონების საკითხი.
მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და ანდრო ხარაბაძეს შორის 2020 წლის 22 სექტემბერს გაფორმებულ N2 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის საკითხზე.