- 2021-09-30
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე და მერიის სტრუქტურული სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს და მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების საკითხს.
ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის საკითხი დეპუტატებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების ხელმძღვანელმა ლევან ჩაკვეტაძემ გააცნო.