- 2026-05-13
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კობა გურეშიძე უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მალხაზ ჩხეიძე ესწრებოდნენ.
საკრებულოს წევრებმა დღის წერიგით გათვალისწინებული 1 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების გატარებისათვის განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო წინადადებების განხილვისა და მოწონების საკითხი.