საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ანონსი

8 აგვისტოს, 12:00 საათზე გაიმართება საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27
დ ღ ი ს    წ ე ს რ ი გ ი 

1. ,,წყალტუბოს   მუნიციპალიტეტის  2024 წლის  ბიუჯეტის  დამტკიცების  შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

/მომხ. არჩილ ღიბრაძე, თანამომხს. ფ. გაგოშიძე/

2. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

/ მომხ. არჩილ ღიბრაძე, თანამომხს. ფ. გაგოშიძე/

3. ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა №25-ში მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებში არსებული შენობის ( საკ. კოდი # 29.08. 34.014. 01. 507 ) პირველ სართულზე განთავსებული 36.6 კვ.მ. ფართის ა(ა)იპ  „ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისათვის“  „დღის საქმიანობის ცენტრის“ მოწყობა/ფუნქციონირებისა და პროექტების ჯეროვნად იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად  2 ( ორი ) წლის ვადით, პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით,   უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით,  გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

/მომხ. რევაზ დიდავა, თანამომხს.  მ.კანკაძე/