- 2021-05-28
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თამარ მამარდაშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი შემდეგი საკითხები განიხილეს:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის შესახებ, ინფორმაციის თაობაზე.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის მიერ 2020 წლის IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
3.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2020 წლისა და 2021 წლის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ.
4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ 2020 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების ანგარიშის შესახებ.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოშიძე ესწრებოდა.