- 2022-11-25
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა საკრებულოს წევრებს და ადგილობრივ მოსახლეობას გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიში წარუდგინა.
ანგარიშის წარდგენის დროს, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა, მისი მონაწილეობით საკრებულოს, ფრაქციისა და კომისიების მუშაობის ფარგლებში გამართულ სხდომებსა და შეხვედრებზე, განხილულ საკითხებსა და 2022 წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა.
გარდა ამისა, ანგარიშში თეიმურაზ ჭეიშვილმა, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის რანგში, განხორციელებულ საქმიანობაზეც გაამახვილა ყურადღება და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიან კამპანიაში მუნიციპალიტეტის ჩართულობაზეც ისაუბრა.
ანგარიშის წარდგენას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს წევრები, მერიის სტრუქტურული ერთეულის და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელი პირები, საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე: https://tskaltubo.gov.ge/…/theimuraz-tcheishvilis…