საკრებულოს თავმჯდომარის წლიური ანგარიში

                                                                                                                               
  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა საკრებულოს წევრებს და ადგილობრივ მოსახლეობას 2023 წლის გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიში წარუდგინა.
 საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა, საანგარიშო პერიოდში ჩატარებულ საკრებულოს სხდომებზე, ასევე მისი მონაწილეობით ფრაქციისა და კომისიების მუშაობის ფარგლებში გამართულ სხდომებსა და შეხვედრებზე ისაუბრა.
საკრებულოს თავმჯდომარემ მოხსენებაში ისაუბრა მუშაობის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებზე და 2023 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე.
ანგარიშში თეიმურაზ ჭეიშვილმა, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის რანგში, განხორციელებულ საქმიანობაზეც გაამახვილა ყურადღება და ისაუბრა იმ აქტივობებზე რაც წლის განმავლობაში განხორციელდა.
 ანგარიშის წარდგენას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, საკრებულოს წევრები, მერიის სტრუქტურული ერთეულის და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელი პირები, საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე: