- 2024-03-11
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.
დეპუტატები: გიორგი ფაჩუაშვილი, არჩილ ღიბრაძე, ნოდარ ასათიანი, ავთანდილ მხეიძე, ხათუნა მაღლაკელიძე, მამუკა ჩხეტიანი და მაკა ჭელიძე ამჯერად, ქალაქ წყალტუბოში: დედაენის, თბილისის, კოლხეთის, ტაბიძისა და გოგებაშვილის ქუჩის მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ. აღნიშნულ შეხვედრებზე, დეპუტატებმა ისაუბრეს ქალაქ წყალტუბოში, როგორც განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე, ისე სამომავლო პრიორიტეტებზე. ასევე, საკრებულოს წევრებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, განიხილეს არსებული გამოწვევები, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.