საკრებულოს წევრების შეხვედრა მოსახლეობასთან

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები თავიანთ სამაჟორიტარო უბნბებში მცხოვრებ სოფელ ტყაჩირის,  ჯიმასტაროს, ზედა ჟონეთის, ნამოხვანის, ზედა ქვილიშორის, თერნალის, პირველი წყალტუბოს, ზარათის, მეჩხერის, მამაწმინდას, ცხუნკურის, ოფშკვითის  და გეგუთის   მოსახლეობას შეხვდნენ.

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებზე, დეპუტატებმა ისაუბრეს განხორცილებულ პროექტებზე და მომავალში დაგეგმილ აქტივობებზე.  ასევე, იმსჯელეს სოფლებში არსებულ გამოწვევებზე, პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

მსგავსი ტიპის შეხვედრები მოსახლეობასთან ინტესიურად გაგრძელდება.

შეხვედრების მთავარი მიზანია მოქალაქეებში არსებული პრობლემების ადგილზე შესწავლა და მოგვარება.