- 2021-08-27
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თამარ მამარდაშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების საკითხი.
ასევე, დეპუტატებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის 6 (ექვსი) თვის სარეზერვო ფონდის განკარგვის საკითხზე.
კომისიამ განიხილა ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის მიერ 2021 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოშიძე ესწრებოდა.