- 2022-11-21
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე არჩილ ღიბრაძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი. მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი აღნიშნული კომისიის მიერ გამოთქმული შენიშვნებითა და რეკომენდაციებით უკან გადაეგზავნება მერიას.
აგრეთვე, დეპუტატებმა განიხილეს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების საკითხი.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის I-II-III კვარტლის სარეზერვო ფონდის განკარგვის საკითხზე.
დეპუტატების შეკითხვებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ფატი გაგოშიძემ უპასუხა.