საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე არჩილ ღიბრაძე უძღვებოდა.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ 2022 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების შესახებ.
ასევე, დეპუტატებმა განიხილეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ 2022 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
კომისიის წევრებმა განიხილეს ანგარიში ამავე კომისიის მიერ 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი მაკა თედორაძე და შესყიდვებისა და მატერიალურ – ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტი ზურაბ მურვანიძე ესწრებოდნენ.