- 2023-03-30
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე არჩილ ღიბრაძე უძღვებოდა.
სხდომაზე, დეპუტატებმა განიხილეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ 2022 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების საკითხი.
დეპუტატებმა განიხილეს ამავე კომისიის 2023 წლის მეორე კვარტლის სამუშაო გეგმის საკითხი.
კომისიის წევრებმა ასევე, განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხებიც.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოშიძე ესწრებოდა.