- 2023-05-25
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე არჩილ ღიბრაძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების საკითხი.
ასევე, დეპუტატებმა განიხილეს ა(ა)იპ ,,წყალტუბო არენა“-ს საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში ცვლილების შეტანის საკითხი.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოშიძე ესწრებოდა.