- 2023-09-27
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
კომენტარები ჯერ არ არის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე არჩილ ღიბრაძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხი.
დეპუტატებმა იმსჯელეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხზე.
ასევე, კომისიის წევრებმა განიხილეს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანების“ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში ცვლილეების შეტანის საკითხი.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოშიძე ესწრებოდა.