- 2023-11-22
- ავტორი მუნიციპალიტეტის საკრებულო
- Category: საკრებულოს სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე არჩილ ღიბრაძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი ავტომანქანების სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით გამოყენებისათვის საწვავის ლიმიტის განსაზღვრის საკითხის შესახებ.
დეპუტატებმა განიხილეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე არსებული განპიროვნებული და სამორიგეო ავტომობილებისათვის გამოყოფილი ყოველთვიური საწვავის ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 აგვისტოს №36 146 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
ასევე, კომისიის წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის #52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხის შესახებ.